მთავარისაზოგადოებავარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისებით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისებით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ

ვარშავიდან და ბერლინიდან თბილისში სპეცრეისებით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ყველა მგზავრი სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს, რომლებიც სასტუმროებში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასსა“ და „ივერია ინში“ მოწყობილი.

ორივე ევროპული ქალაქიდან ჩამოსული 239 მოქალაქის სასტუმროში განთავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ფრედ სმიტსი.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო ზონების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა საზღვრებიდან შემოსული მოქალაქეების ტრანსპორტირებას, კვებას და საკარანტინო ზონებში განთავსებას ახდენს.“ „რაკია ჯორჯიას“ მფლობელობაში მყოფმა „ შერატონ გრანდ თბილისი მეტესი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო 200 ნომრით სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს.

პოპულარული სიახლეები