დღეში 18-20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის ტრაგედია – მარინა ეზუგბაია

საქართველოში ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ის ოფიციალურად დადასტურებული 148 შემთხვევაა დაფიქსირებული.

თბილისისინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეში 18-20 პაციენტს თუ შევინარჩუნებთ , ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები აბსოლუტურად ნორმალურია.

„დღის მეორე ნახევარში დაგვემატა ამ შემთხვევებიდან ორი ჩვენს ცენტრში და ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები სხვად დაწესებულებებში გადანაწილდნენ. სულ ათი დაწესებულებაა მიმღები, ესენი გადანაწილებული არიან სხვა დაწესებულებებში. სხვა პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია, რადგან ჩვენი ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია. ახალი პაციენტებიდან ხუთს აქვს პნევმოვნია, დანარჩენებთან არ არის პნევმონია. მიმდინარეობს დაავადება, შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ. გვყავს ორი კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მაგრამ სტაბილიზაციის რაღაც ელემენტები შეიმჩნევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ბოლო ორ დღეში სწრაფად გაზრდილი მონაცემები საგანგაშო არ არის.

„115-დან 148-ზე ასვლა არ არის დიდი ციფრი, თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა, დიდი დანაკლისების გარეშე. თუ ასე შევინარჩუნებთ დღეში 18-20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები, ეს ციფრები აბსოლუტურად ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ნუ გვექნება უფრო მეტი მაჩვენებელი, რომელიც არაკონტროლირებადს გახდის სიტუაციას. ჯერ ყველაფერი კონტორლირებადია და იმედია, რომ ასე დავამთავრებთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილი კი – 53 ათასზე მეტია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button