მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა

მთავრობის ახალი დადგენილება დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. აქვე დამატებით აღნიშნულია, რომ დასაშვებია „ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)“.

აქამდე ონლაინ მხოლოდ მზა საკვების გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც დაემატა.

იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის „კრიტიკულად აუცილებელია“, დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ყოფნა.

დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, სადაც გაწერა კონკრეტული კომპანიებისა და საქმიანობის ტიპის ჩამონათვალი. დანართის თანახმად, საქმიანობა არ ეკრძალება:

  • სამთმომოპოვებითი მრეწველობა და კარირული დამუშავება;
  • შენობებისა და ნაგებობების მშენებლობას (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);
  • სასტუმროები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა, საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა),;
  • ტელერადიო მაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები, სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);
  • სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);
  • არქიტექტურული საქმიანობა (დისტანციურად);
  • შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია, სახანძრო მომსახურება, ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების წარმოება;
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;
  • სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
  • საგამომცემლო საქმიანობა.
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button