პუტინი: რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია რთული ხდება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია რთული ხდება.

„კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში რთული ხდება. ეს სიტუაცია მსოფლიოშიც რთულია. 850 000 ადამიანი დაინფიცირდა უკვე ახალი კორონავირუსით. რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 2 777 შემთხვევა დადასტურდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

კორონავირუსით დაინფიცირების რისკის გამო რუსეთის პრეზიდენტი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ეს ინოვაციური ფორმატია. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა მისალმების მანერა შეცვალა და პირადი შეხვედრებისას ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. „ახლა სოციალურ დისტანციას ყველა იცავს“, – აღნიშნა პესკოვმა.

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის მე-40 საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button