მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები კუთვნილ ხელფასს ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ – კახა კალაძე

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში,  სრულიად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ. “ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან და ჩვეულებრივ, თავის სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ,” – აცხადებს კახა კალაძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button