მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ პაციენტია

აღნიშნული პაციენტები, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულ 110-შემთხვევაში შედიან.

მათ ტესტები გუშინ ღამით ჩაუტარდათ, დადებითი პასუხები კი, ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიიღეს.

პაციენტებს ახლა ექიმები თბილისში გადასაყვანად ამზადებენ.  ორივე პაციენტს ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, საავადმყოფოში მყოფი სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილური და. დამაკმაყოფილებელია.
დღის განმავლობაში, რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან მარნეულის  საველე ჰოსპიტალშიც.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button