ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთიდან, წუხელ ღამით გადმოყვანილ ქალს “კოვიდ-19” დაუდასტურდა.  ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადასტურებს.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ინფიცირებული ქალის ყველა კონტაქტი  დადგენელია.

ექიმების განცხადებით, პაციენტს ცხელება და ხველა აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, ის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩავიდა, რის შემდეგაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოიყვანეს.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button