ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრიგოლეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button