კორონავირუსით ლიეტუვაში ნატოს ათობით ჯარისკაცი დაინფიცირდა

კორონავირუსით ლიეტუვაში დისლოცირებული ნატოს ათობით ჯარისკიცი დაინფიცირდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

როგორც ცნობილია, ერთი ჰოლანდიელი სამხედრო სამშობლოში დააბრუნეს. დაინფიცირებულებს შორის გერმანიისა და კიდევ მინიმუმ 7 სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button