დღეიდან საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ ეთერშია – ტელეგაკვეთილები საქართველოს ჰიმნით დაიწყო

განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, დღეიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ.

განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.
გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული).

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ.

გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button