გიორგი გახარიამ საქართველოში კომენდანტის საათი გამოაცხადა და დააკონკრეტა, რა აეკრძალებათ მოქალაქეებს 21:00-დან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის,გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
“საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი”, – განაცხადა გახარიამ.
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button