BBC: კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ევროპაში ჰაერის დაბინძურების დონე შემცირდა

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვაში ევროპაში ჰაერის ხარისხზე დადებითად მოქმედებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი კვლევები ნიდერლანდების სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა ევროპის კოსმოსის სააგენტოს დახმარებით ჩაატარეს. მათ ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2) მოცულობა შეამოწმეს, რომელიც ჰაერში წიაღისეული საწვავის გამოყენების შედეგად გროვდება.

10-დღიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ NO2-ის შემცველობამ ატმოსფეროში 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით იკლო.

„თანამგზავრ Copernicus Sentinel-5P-დან მიღებული ახალი მაჩვენებლები ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პარიზში, მადრიდსა და რომში აზოტის დიოქსიდის დონის კლებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია მეცნიერების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button