აშშ-ში კორონავირუსით ახალშობილის გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჩიკაგოში დაფიქისირდა

აშშ-ის ილინოისის შტატში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. როგორც სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიტცკერმა განაცხადა. ბავშვი ერთი წლისაც არ იყო.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, სიკვდილის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასადგენად დაწყებულია კვლევა. ჯერ უცნობია, ჰქონდა თუ არა ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები. ის ილინოისის შტატში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვლილ 13 ადამიანს შორის იყო.

ჩვეულებრივ, ახალი ტიპის კორონავირუსი ბავშვებში ფატალური შედეგით ძალიან იშვიათად ვითარდება. ბავშვებში ვირუსი ძირითადად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომებით ვითარდება.

მანამდე, მიმდინარე თვის დასაწყისში სამედიცინო ჟურნალში ჩინელი მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ახალი კორონავირუსით 10 თვის ბავშვის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button