ბიზნესმენმა ნინო კაპანაძემ მარტოხელა დედებს საჩუქრები გადასცა

ბიზნესმენმა ნინო კაპანაძე მარტოხელა დედათა და ბავშვთა ასოციაციის დახმარებით , დაუკავშირდა 20 მარტოხელა დედას და გადასცა სიმბოლური საჩუქრები, როგორც ”newsplus.ge”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა , როდესაც მარტოხელა მრავალშვილიან დედებს ეხმარება.

”მარტოხელა დედებსა და მათ შვილებს სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები მიაწოდეს! ინიციატივა ბიზნესმენ ნინო კაპანაძეს ეკუთვნის. “ჩვენი ბიზნესი გასაგები მიზეზების გამო გაჩერებულია. თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით, პირველივე დღიდან მაწუხებდა სოციალურად დაუცველების მდგომარეობა. ვნახე ბევრი ინიციატივა, რაც არაჩვებულებრივია.  მე კი მეუღლესთან, მეგობრებთან და გუნდთან ერთად შევეცადე მეპოვნა ის ადამიანები, ვინც ყურადღების მიღმა იყო დღემდე დარჩენილი.  მარტოხელა დედები, რომელთაც ბრძოლა არა მხოლოდ ეპიდემიის პირობებში, არამედ სულ უწევთ. ასევე მრავალშვილიანი დედები. მათ სურსათი, ჰიგიენის საშუალებები, ბავშვებს გასართობი და სამოსი მივუტანეთ.  ეს არ იქნება ერთჯერადი, ვიდრე საგანგებო და პანდემიური მდგომარეობა არ დასრულდება, მათ ყურადღება არ მოაკლდებათ და სურსათს რეგულარულად მივაწვდით” – განაცხადა “ლაიქ თრეველისა” და “შალის ჯორჯიას” დამფუძნებელმა და დირექტორმა ნინო კაპანაძემ

”დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნინო.კაპანაძეს, ჩემი ორგანიზაციის ბენეფიციალების დასაჩუქრებისთვის. ამ მძიმე ჟამს 20 მარტოხელა დედებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ საკვები პროდუქტი და სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებები.”

”მადლობა ასევე ოთარ ქირიას გაწეული შრომისათვის ,რადგან მისი წვლილიც დიდია ამ კეთილ საქმეში,,. –განაცხადა მარტოხელა დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა თეი ფირანიშვილმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button