ძლიერი ხანძარი ბათუმში – ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია

ბათუმში, ცირკის გვერდით ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 10-მდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. უწყების ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ფიქსირდება.

საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. თვითმხილველების თქმით ცეცხლი ისე სწრაფად გაჩნდა , რომ ადამიანებმა გამოსვლა თავად  ვერ მოასწრეს, ამიტომ ისინი მაშველებს აივნებიდან გადმოჰყავთ.

დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე
უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button