საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიას ნატოში გაწევრიანებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიას ნატოში გაწევრიანებას ულოცავს.

„ვულოცავ ჩრდილოეთ მაკედონიას იმას, რომ ნატო-ს 30-ე წევრი გახდა. საერთაშორისო უსაფრთხოება კვლავ გაძლიერდა ამ დიდი ოჯახის გაფართოებით. ჩვენი მიზანი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ძლიერი, სტაბილური და უცვლელი რჩება“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

27 მარტს ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა. ქვეყნის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ შესაბამის დოკუმენტს ხელი 20 მარტს მოაწერა. გაწევრიანების პროცესის ოფიციალური დასრულება ბალკანურ ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიულოცა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button