კახეთში მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა, ცოლი კი – დაჭრა

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა – მამამ ცივი იარაღით 3 თვის ჩვილი მოკლა, ხოლო ცოლს დაჭრა.

დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცავები მუშაობენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახთან ერთად, ვეჯინში საჩხერედან ჩამოვიდა და ცოლის დასთან სტუმრად იმყოფებოდა.

წინასწარი ვერსიით, მას ცოლთან დაპირისპირებ მოუხდა, რის შემდეგაც ბავშვი მოკლა, ცოლი კი დაჭრა.

ფაქტზე გამოძიება 109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button