სპარტაკ პოლეიანი: ვცდილობთ ავირიდოთ ვირუსის გავრცელების საფრთხე, ამ დროსაც კი სისულელების ბოდვას არ ეშვებით ნაციონალებო!

,,ქართული ოცნების” წევრი

,,ქართული ოცნების” წევრი სპარტაკ პოლეიანი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე:

მძიმე დღეები უდგას ჩვენ ქვეყანას, ვებრძვით კორონავირუსს,  რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.   ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამისათვის, ყველანაირად ცდილობს, რომ გავრცელების რისკი ნაკლები იყოს.

ვრჩებით სახლებში თვითიზოლაციის მიზნით და ვცდილობთ როგორღაც დავეხმაროთ ხელისუფლებას და დანარჩენ მოსახლეობას,  რომ ავირიდითო ვირუსის გავრცელების საფრთხე.   ამ დროს კი ნაციონალური მოძრაობა თავისი გიჟი ლიდერითურთ გამოდის და ათასნაირ სისულელეს ბოდავს.
მინდა მოგმართოთ ნაცებო,თქვენ ქვეყანა და ხალხი რომ გიყვარდეთ,გამოიჩენდით გონიერებას, დადგებოდით ხელისუფლების გვერდით, გამოყოფდით თანხებს, თავის დროზე რომ დამდიდრდით ქვეყნის ხარჯზე და დაეხმარობიდით ხალხს, იმ ხალხს ვისგანაც არჩევნების დროს ხმებს ითხოვთ.მაგრამ თქვენ შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი, სად გაქვთ სინდისი, იქცევით ისე, როგორც ქვეყნის მტრები. აქილიკებთ ხელისუფლებას და თავები პროფესორებათ მოგაქვთ. მინდა გითხრათ, რომ თქვენი გამოხტომებით უარესად ჩაიძირეთ მორევში და ის ცოტა სიმპათია, თუ ვინმეს გააჩნდა თქვენს მომართ, ისიც დაკარგეთ.ჩვენ თქვენს გარეშეც დავძლევთ ამ პრობლემას, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის,თქვენ კი ხალხისგან პასუხს ოქტომბერში მიიღებთ!- აღნიშნა პოლეიანმა

 

(newsplus.ge)

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button