ავსტრიაში, ჩეხეთსა და ლატვიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს

27 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ლატვიაში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 28 ადამიანი გამოავლინეს. საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვი ლატვიაში 280-მდე გაიზარდა.

ავსტრიაში კი, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 1141 შემთხვევა აღრიცხეს. შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობა 7 029-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 52 ადამიანი.

ჩეხეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში ვირუსის კიდევ სამი  ადამიანი დაიღუპა, შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 062-ია.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს საფრანგეთის ხელისუფლებაც. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში სიტუაცია გართულდება.

მისივე თქმით, კრიზისი შესაძლოა. გაჭიანურდეს და ჯანდაცვის სფეროში „სიტუაცია მალე არ გამოსწორდება.“

საფრანგეთში 26 მარტს კორონავირუისთ 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button