2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, მას ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში მოთავსებულ ორი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ განცხადება, კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება ამ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ბავშვების ინფიცირების შემთხვევები, სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია.

„დღეს შემოიყვანეს ბავშვი ორი წლის, რომელთანაც დადასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს დადასტურებული და ამ ბავშვსაც დაუდასტურდა. ემ ატაპზე არის უსიმპტომო, სტაბილურია მისი მდგომაროება, დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა“ ,- აცხადებენ კლინიკაში.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 მოქალაქე იმყოფება, მათგან ხუთს კორონავირუსი  უკვე დადასტურებული აქვს. ექიმების განცხადებით, ხუთივე პაციენტი სტაბილურია.

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 79 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, კარანტინში 4346 მოქალაქეა მოთავსებული, ხოლო სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ 247 ადამიანი იმყოფება.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button