ხუთი სამხედრო მოსამსახურე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გადაიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. მათ მომატებული ტემპერატურა აქვთ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სამხედროები რამდენიმე დღის წინ მარნეულის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები სავარაუდოდ გაცივდნენ და აღნიშნული ფაქტი ახალ კორონავირუსს არ უკავშირდება, თუმცა ზუსტი დიაზნოზი ხვალ, ანალიზის პასუხების შედეგად გახდება ცნობილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button