საქართველოში “კოვიდ-19”-ით დაავადებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა, ერთ – ერთი ახალი ინფიცირებული ორსულია

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

79 დაინფიცირებულიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან ერთ-ერთი ორსული ქალია, რომელსაც  62 წლის მარნეულელ პაციენტთან ნათესაური კავშირი აქვს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ახალგაზრდა ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და მასზე ექიმები ზრუნავენ.

„დღესდღეობით 79 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ერთ-ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ეს არის ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, დღეს მარნეულში გამოკვლევა მიმართული არის ახლო კონტაქტებსა და ნათესავებზე. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა აქ დაადგინეს „კოვიდი-19″-ის ინფექცია და ის გადმოყვანილია ამ ეტაპზე თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმები ზრუნავენ უკვე მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button