თელავის რეფერალური საავადმყოფო მხოლოდ COVID-19-ით შესაძლო დაინფიცირებულებს მიიღებს

თელავის რეფერალური საავადმყოფო დღეიდან იმ მოქალაქეების მიღებას იწყებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომი აღმოაჩნდება.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტებს ანალიზებს ადგილზე აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

საავადმყოფომ პაციენტების მიღება გუშინ შეაჩერა და სტაციონარიდან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს.

პაციენტების მიღება შეაჩერა თელავის ცენტრალურმა საავადმყოფომაც. ინტენსიურად ხორციელდება სოციალური განყოფილებების მოწყობა და მედპერსონალის მომზადება.

ბოლო ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, ამ ეტაპზე დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button