65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო“, – განაცხადა იმნაძემ

 

მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ტელეკომპანია „იმედის“ კითხვას იმის შესახებ თუ რა რეკომენდაციებს მისცემდა ის სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები მუშაობენ მან შემდეგი პასუხი გასცა.

„რეკომენდაციები ყველას ეხება ერთნაირად. გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელზე მეტის ვინც არის მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო“, – განაცხადა იმნაძემ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button