ინდოეთის მთელს ტერიტორიაზე 21 დღიანი კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ინდოეთმა მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიიღო. რეჟიმი ხვალ, 25 მარტიდან ამოქმედდება და 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ინდოეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ დელისა და რამდენიმე მსხვილი ქალაქის სრულად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. საკარანტინო რეჟიმის მიხედვით, ქალაქში 31 მარტამდე დაიხურა ყველა მაღაზია, სკოლა, ოფისი და ქარხანა. მუშაობის უფლება შეეზღუდათ ავტობუსებს, მეტროსადგურებსა და ტაქსებსაც.

აკრძალვები არ შეეხებათ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების ობიექტებს, სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, წყალმომარაგებასა და მედიას.

უკანასკნელი ცნობებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 519 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button