ირლანდიაში კორონავირუსის გამო, თეატრები, სათამაშო მოედნები, კლუბები და სპორტული დარბაზები იხურება

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირლანდიის რესპუბლიკაში იხურება თეატრები, სათამაშო მოედნები, კლუბები და სპორტული დარბაზები.

ქუჩებში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება, რასაც პოლიცია მკაცრად გააკონტროლებს.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, სახლები მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დატოვონ. აღნიშნული აკრძალვები ძალაში 19 აპრილამდე დარჩება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირლანდიაში კორონავირუსის 1 125 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია ექვსი ადამიანი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button