საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა

საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ფონდის ხელმძღვანელთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ქართველ ხალხს ჯანმრთელობა უსურვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი დღეს ფონდის ხელმძღვანელთან ერთად მოაწერა.

ამასთან, ფონდის ხელმძღვანელმა, ნათელა მაჭავარიანმა საქართველოს მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button