ნიუ იორკში მოღვაწე სასულიერო პირი “კოვიდ-19”-ით დაინფიცირდა – ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ადასტურებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ადასტურებს, რომ ეპარქიის სასულიერო პირს იოსებ მინდიაშვილს, კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფიცირებული დეკანოზი ნიუ იორკში მოღვაწეობს.

„სასულიერო პირის ვინაობის დასახელებით მინდა, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მაგალითი მივცეთ ადამიანებს. არ უნდა დამალო არაფერი, თუკი დაგიდგინდება ვირუსი“, – აღნიშნა მეუფე საბამ.

სიმპტომები სასულიერო პირს 20 მარტს გამოუვლინდა. როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მიმართა იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხება ჰქონდათ დეკანოზთან, გადავიდნენ იზოლაციაში და მიმართონ ექიმებს.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button