საგარეჯოს საავადმყოფოს საკარანტინო სივრცისთვის ამზადებენ

საგარეჯოს საავადმყოფოს საკარანტინო სივრცისთვის ამზადებენ.

საავადმყოფოს მედპერსონალის ინფორმაციით, „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ პაციენტების ნაწილი თბილისისა და გურჯაანის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რომლებიც არა კორონავირუსის, არამედ სხვადასხვა დიაგნოზით მკურნალობდნენ.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, კლინიკაში ქირურგიული სივრცე ბოქსირებულ განყოფილებად გადააკეთეს, სადაც შეიტანეს ყველა აუცილებელი ინვენტარი, რათა შესაძლო რისკის მქონე მოქალაქეების მისაღებად კლინიკა მზად იყოს.

საგარეჯოს კლინიკის მსგავსად, შესაძლოა, საკარანტინო სივრცედ თელავის რეფერალური საავადმყოფოც გამოცხადდეს.

ამ დროის მონაცემებით, კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში შვიდ საკარანტინო სივრცეში 401 მოქალაქე იმყოფება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button