ექიმი, რომელსაც დღეს კოვიდ-19 დაუდასტურდა, სიმპტომების გამოვლენამდე კონტაქტში იმყოფებოდა კოლეგებთან და პაციენტებთანაც

ექიმი, რომელიც კორონავირუსით ამერიკაში დაინფიცირდა და დღეს ინფექცია ოფიციალურად დაუდასტურდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2 დღის განმავლობაში კონტაქტში კოლეგებთან იმყოფებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ექიმი კლინიკა “მედკაპიტალში” ექოსკოპიას აკეთებს,, შემხებლობაში რამდენიმე ათეულ პაციენტთანაც იყო.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში ერთი დღე სრულად, ხოლო მომდევნო დღის მხოლოდ ნახევარი იმუშავა. შემდეგ კი კლინიკამ ექიმის თვითიზოლაციაში გაშვების გადაწყვეტილება  მიიღო. რამდენიმე დღეში სიმპტომები გამოუვლინდა და საბოლოოდ, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს ინფექცია დაუდასტურდა.

” ჩამოსვლიდან მეორე დღეს ჰქონდა მას კონტაქტები, მაგრამ მაშინ ის ჯანმრთელი იყო. როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, კლინიკური ნიშნები შემდეგ გამოუვლინდა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა მაშინ ინფექცია გადამდები ყოფილიყო. მიუხედავად ამისა , გამოკვლევას ექვემდებარება ის ხალხი, ვისთანაც შეხება ჰქონდა”-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღის ბოლოს კოვიდ-19 კიდევ 3 პაციენტს გამოუვლინდა და საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა  70 შეადგინა. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი. კარანტინსა და სტაციონარში კი, 4300ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button