ახალშობილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია – საუნივერსიტეტო კლინიკაში ტესტის პასუხს ელოდებიან

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მარნეულიდან გადაყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
მისივე თქმით, ნაცხი უკვე აღებულია და კორონავირუსზე პასუხს ელოდებიან.

რაც შეეხება ახალშობილის დედას, რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია მასთან ჯერ დადასტურებული არ არის.
„ახალშობილი გუშინ შემოვიდა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩვენს კლინიკაში,. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. პარამეტრები სტაბილურია, ოფსიგინაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი ინფიცირება ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ახალშობილს რაც შეეხება, ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.

რატიანის ინფორმაციით, ახალშობილსა და მის ოჯახს მარნეულელ ქალთან შეხება არ ჰქონიათ. “შემიძლია მხოლოდ გითხრათ, რომ ახალშობილი იმყოფება მარნეულის რეგიონიდან”- განაცხადა მან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button