რას ყვება კარანტინში მყოფი ჟურნალისტი გიორგი საკარული

ჟურნალისტი გიორგი საკარული ,რომელიც ცოტახნის წინ დაბრუნდა სპეცრეისით ბერლინიდან  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

” აი ასეთია კარანტინის პირობები. იზოლირებული ხარ ყველასგან. არის კომფორტი და კარგი კვება (სამჯერადი). საკვების მოწოდება ხდება კარებთან დადებით. შეხება არ გვაქვს არავისთან, ტემპერატურას დღეში ორჯერ ვიზომავთ. არის ტელევიზორიც და ინტერნეტიც. 14 დღე არც არის ის დრო, რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს , მითუმეტეს მსგავს პირობებში და დაარღვიოს წესები.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ექიმებს, ადამიანებს რომლებიც შეუსვენებლად მუშაობენ იმისთვის რომ ეს ვირუსი არ გავრცელდეს და ყველანი ვიყოთ კარგად.
დავრჩეთ სახლში, მივყვეთ მითითებევს და დავიცვათ წესები. ამ ეტაპზე სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მოსახლეობა დაცული იყოს ამ ვირუსისგან, უბრალოდ ჩვენ, ადამიანებმა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს და რაც გვევალება #დარჩესახლში ის უნდა გავაკეთოთ.
#მადლობაექიმებს #ყველაფერიკარგადიქნება”

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button