70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს აპრილის პენსიის წინასწარ აღება ხვალიდან შეეძლებათ

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის განცხადებით, ყველაზე სარისკო ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს 70 წლის და ზევით არიან აპრილის პენსიები წინასწარ ჩაერიცხებათ.

„პენსიები წინასწარ ჩაირიცხება 70 წლის და ზევით ჩვენი მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და უკვე ხვალიდან, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩარიცხული თანხებით, ისარგებლონ და გადაიხადონ მხოლოდ ბარათით – მაღაზიებსა და აფთიაქებში. ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრში კი, ერთი ზარით, შეძლებენ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები. ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, წინასწარ ჩარიცხული პენსიით, უფასოდ, სარგებლობა მომხმარებლებს შეეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

თანხის განაღდების შესაძლებლობა ექნება ყველა პენსიონერს, ეტაპობრივად, „ლიბერთი ბანკის“ მერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით. ამ გრაფიკის სანახავად, შეიქმნა სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც შესაძლებელია ნახვა, თუ როდის შეძლებს მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობას.

„ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც თითოეულ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთან – განახორციელებს ავტომატურ ზარებს და შეტყობინებებს ნაღდი ფულით სარგებლობის თარიღს და ასევე, უპასუხებს მათ კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან. ზარი უფასოა. ეს პროგრამა მარტივი განსახორციელებელი არ არის და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში“, – განაცხადა ვასილ ხოდელმა.

„ლიბერთი ბანკი“, პენსიების წინასწარ ჩარიცხვას საკუთარი რესურსით, 100 მილიონი ლარის მოცულობის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button