მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა კარანტინის წესების დამრღვევი მოსახლეობისათვის ხელის შეშლა სცადეს, რა დროსაც მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივი ჟურნალისტის ვლადიმერ ჩხიტუნიძის ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთ ქუჩაზე სარიტუალო სუფრა იყო გაშლილი, პოლიციამ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდა, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

შეგახსენებთ, მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, რის გამოც მოსახლეობის თავშეყრა აკრძალულია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button