პირველი საკარანტინე დღე მარნეულსა და ბოლნისში – ადგილზე თავდაცვის მინისტრი ჩავიდა

ბრძოლა ვირუსისთვის უკონტროლო რეგიონში – მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მისადგომებთან გამშვები საგუშაგოების რაოდენობა გაიზრდა.

ადგილზე მდგომარეობის გასაცნობად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩავიდა.

შეიარაღებული ძალები და პოლიცია უკვე 12 ბლოკ პოსტზე დგანან. ცოტა ხნის წინ, ადგილზე ვითარების პირადად გასაცნობად ჩავიდა თავდაცვის მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინფორმაცია მოისმინა იმ სამხედროებისგან, რომლებიც ცენტრალურთან ერთად, ამოწმებენ მეორეხარისხოვან გზებს, რომ შემოწმების გარეშე აკრძალულ ზონაში ვერავინ მოხვდეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button