მარნეულში სამხედრო ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობით დატვირთული მანქანები შეჰყავთ

მარნეულში, სადაც 3 საათის წინ პრემიერმა კარანტინი გამოაცხადა, სამხედრო ტექნიკა და ქვედანაყოფები შეჰყავთ, ასევე მანქანები, რომლებიც კარვებითა და სპეციალური აღჭურვილობით არის დატვირთული.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button