ქალს, რომელსაც “კოვიდ-19” დაუდასტურდა, მარნეულში ოჯახის 15 წევრი ყავს. ამის გარდა, ჰოსპიტალიზაციამდე ის იმყოფებოდა წლისთავზე, დაბადების დღეზე, კლინიკაში ექიმთან, მაღაზიაში და მარნეულის ბაზარში…

დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ქალს რომელსაც მარნეულში კორონავირუსი დაუდასტურდა ოჯახში 15 წევრი ყავს.

დეპუტატის თქმით, იგი ოჯახს კარგად იცნობს.

“პატარა ქუჩაა, რამდენიმე დღის წინ მგონი დედის წლისთავი იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო. ყველას ვთხოვ, მთვრობას, მაქსიმალურად ყურადღება მიექცეს ამ ოჯახს. მარნეულში სერიოზული აჟიოტაჟი იყო. არ ვიცი ხვალ რა იქნება. ჩემი აზრით, მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვა სწორი გადაწყვეტილებაა. ხვალინდელი დღე მარნეულისთვის ძალიან მძიმე იქნება“,- განაცხადა დეპუტატმა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, ქალი ჰოსპიტალიზაციამდე საჯარო თავშეყრის რამდენიმე ადგილას იმყოფებოდა. მათ შორის, წლისთავზე, ბაზარში, მაღაზიაში, ექიმთან და დაბადების დღეზე.

არსებული ცნობით, ამ დროისათვის, გამოვლენილია რამდენიმე ათეული კონტაქტი, ვისთანაც ქალს შეხება ჰქონდა, თუმცა, მათი რიცხვი შესაძლოა ბევრად გაიზარდოს. ამ კონტაქტებს შორის არიან ექიმები და პაციენტებიც. წლისთავზე კი, სადაც ქალი იმყოფებოდა, სტუმრები აზერბაიჯანიდანაც იყვნენ.

მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. მუნიციპალიტეტები სრულად ჩაიკეტა. საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინიკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button