მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის, დაახლოებით 1700-მდე კონტაქტი იკვეთება – აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება. ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე.

„მარნეულში და ბოლნისში საკმაოდ პრობლემატური საკითხია ის, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება, რაც არის დაახლოებით 1700-მდე უკვე. იმ 90-დან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და ყველა ამათი გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“ ,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსი მარნეულში შუა ხნის ქალს 21 მარტს დაუდასტურდა. ინფიცირების უშუალო წყარო კი, ამ დრომდე ცნობილი არ არის.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button