ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს

მისი თქმით, მარნეულში დადასტურებული ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

„ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული. ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია“ – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, მარნეულში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადმოიყვანეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button