ირაკლი ჩიქოვანი – “ექსტრაორდინალური სიტუაცია, მოითხოვს ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებას” – ხვალიდან ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება

ჩიქოვანმა საზოგადოებას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია გააცნო და განაცხადა, რომ საქართველოში ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება.

იმის გამო რომ ქვეყანა ვირუსის შიდაგავრცელების ეტაპზეა გადასული , საჭიროა მაქსიმალურად შემცირდეს უფრო ფართოდ გავრცელების შესაძლებლობა.

“მინდა გაცნობოთ იმის შესახებ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილებები დამატებით შეზღუდვებზე და ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას, თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე და ამიტომაც, ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვები რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, დღის ბოლოს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნული შეზღუდვა დღის ბოლოს, 24 საათზე ამოქმედდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button