გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ლუგარის ლაბორატორიიდან 7 ანალიზის პასუხს ელოდებიან

გორის სამხედრო ჰისპიტლიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს შვიდი ნიმუში გაიგზავნა.
როგორც ჰოსპიტალში ავცხადებენ, განსაკუთრებულად გამოხატული სიმპტომები არც ერთ შემთხვევაში არ არის. პაციენტებს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში , ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის ინფექციით მყოფი ორ პირი რჩება, მათი მდგომარეობა ნორმალურია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში სულ 53 პირი იმყოფება, აქედან 33 სამხედრო და ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button