პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონაში 10 მოქალაქე გადაიყვანა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით 10 ადამიანი გადაიყვანა.

21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button