საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – stopcov.ge -ცოტა ხნის წინ განახლდა და ასე გამოიყურება.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1
კარანტინის რეჟიმში – 1966
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259

შექმნილი ვითარებიდან გამომდირე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გამოაცხადა.

22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით (COVID 19-ით) ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 ათას გადააჭარბა. მათ შორის, 92,373 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13,049 – დაიღუპა.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button