ხორვატიაში, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო ზომები მოქმედებს და ინფექციას 235 ადამიანი ებრძვის, დღეს მიწისძვრა მოხდა.
სტიქიამ ბავშვი იმსხვერპლა, ის სახურავიდან გადმოვარდა. 5.3 მანიტუდის სიმძლავრის ბიძგები დილის 6 საათზე დაფიქსირდა.
ამის შემდეგ ორი განმეორებითი რყევა დაფიქსირდა. ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს იყო. არიან დაშავებულები.
დედაქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელეტროენერგია. მიწისძვრამ დააზიანა არაერთი საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა.