ძლიერი მიწისძვრა ხორვატიაში – სტიქიამ მოზარდი იმსხვერპლა

ხორვატიაში, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო ზომები მოქმედებს და ინფექციას 235 ადამიანი ებრძვის, დღეს მიწისძვრა მოხდა.

სტიქიამ ბავშვი იმსხვერპლა, ის სახურავიდან გადმოვარდა. 5.3 მანიტუდის სიმძლავრის ბიძგები დილის 6 საათზე დაფიქსირდა.

ამის შემდეგ ორი განმეორებითი რყევა დაფიქსირდა. ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს იყო. არიან დაშავებულები.

დედაქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელეტროენერგია. მიწისძვრამ დააზიანა არაერთი საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button