ქალი, რომელსაც მარნეულში კოვიდ-19 დღეს დაუდასტურდა თბილისში გადაჰყავთ. საავდმყოფო კი, სადაც მას მკურნალობდნენ კარანტინის რეჟიმზე გადავიდა

ქალის მდგომარეობა, რომელსაც დღეს მარნეულში COVID-19 დაუდასტურდა მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს  და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის გამო პაციენტის თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

პაციენტი მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალში’ 4 დღის წინ მოათავსეს. მასთან ერთად კლინიკაშია გადაყვანილი ინფიცირებული ქალის დაც, რომლის ბიოლოგიური მასალის შესწავლა უკვე დაწყებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებულს დაავადება შემოსული კლასტერისგან გადაედო რომელიც ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება.

ინფიცირებული ქალის კონტაქტების სია კი საკმაოდ დიდია და შესწავლას საჭიროებს, რამდენად მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ დაავადებულთან. მათი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენი მათგანის ჰოსპიტალიზაცია და იზოლაცია გახდება საჭირო.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებული 90-მდე კონტაქტია დადგენილია და კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button