70 წელს გადაცილებული პენსიონერები, აპრილის პენსიას წინასწარ მიიღებენ

70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, რომლებიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხრივ ყველაზე სარისკო ჯგუფში შედიან, შესაძლებლობა ექნებათ, აპრილის თვის პენსიები წინასწარ მიიღონ.

სპეციალური პროგრამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა განაცხადეს.

23 მარტს გახდება ცნობილი, როგორ უნდა ისარგებლონ პენსიონერებმა აღნიშნული პროგრამით ისე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მათი ბანკში მისვლის საჭიროება.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად „ლიბერთი ბანკი“ საკუთარი კაპიტალიდან 100 მლნ ლარს გამოყოფს.

პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ “ლიბერთი” სპეციალურ განცხადებას 23 მარტს გააკეთებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button