ყველა მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს ერთ-ერთი შეზღუდვა ის არის, რომ დახურულ სივრცეში 10 კაცზე მეტი არ იყოს. ამიტომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს სასურსათო მაღაზიებში მუშაობის და მომხმარებელთა ქცევის წესებზეც ისაუბრა.

“მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებს და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს,” – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

“ჩვეულებრივად უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში – ადამიანები რიგებში დგანან უსაფრთხო დისტანციით, 1-2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზების და რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button