ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება – 47 დადასტურებული, კარანტინში 1966 და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 259 ადამიანია

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს გამოუვლინდა. ოფიციალურად დადასტურებული 47 შემთხვევის გარდა,კარანტინში და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2200-ზე მეტი პირი იმყოფება.

ცნობილია,ს რომ ერთ-ერთმა პაციენტმა ვირუსი ესპანეთიდან შემოიტანა. დადგენილია მისი კონტაქტიც.

“დღეისთვის საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება, აქედან ერთი ახალი ჩვენი ცენტრის არის, გუშინ ჩვენთან 21 ტესტი ჩატარდა პაციენტებზე, ერთთან მივიღეთ დადებითი, დანარჩენთან უარყოფითი.  ეს არის შემოტანილი შემთხვევა ისევ და ესპანეთია. ეს პირი იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია, როგორც ყოველთვის ამ კონტაქტების კვლევა და იზოლაცია გრძელდება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აღნიშნული პაციენტებიდან ექიმები ოთხს შედარებით მძიმედ აფასებენ.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button