საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას – გიორგი გახარია

საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას – ამის შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნაა – დაიცვას პირადი უსაფრთხოება.

“საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება,” – აღნიშნა გახარიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button